Sunday, December 16, 2012

ლონდონი


პროექტი: ლონდონი
პროექტის აქტუალობა:ინგლისური ენის ცოდნის უკეთ გაღრმავების მიზნით,უცხო ქვეყნის
კულტურის გაცნობა.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ სამეტყველო
უნარ-ჩვევა და ისაუბრებენ ამ თემაზე ინგლისურად.ვირტუალური
ექსკურსიის მოწყობა ლონდონის ღირშესანიშნავ ადგილებში.
პროექტის მიზანი: 1.მოსწავლეები კონკრეტულად შეიძენენ ახალ და მათთვის საინტერესო
ინფორმაციას იმ ქვეყნის დედაქალაქზე,რომელ ენასაც სწავლობენ.
2. ეს პროექტი ორიენტირებულია მოსწალეთა სწავლის მოტივაციის
გაღვივებაზე და ასევე მოსმენის,ლაპარაკის,კითხვის და წერის უნარ-
ჩვევების გამომუშავებაზე. ასევე შეძლებენ თამანშრომლობითი  და
დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებას
3. პროექტი პასუხობს ესგ-ს მოთხოვნებს.უცხ VIII 9,უცხ VIII 15,.უცხ
VII-31
4. მოსწავლეები იგებენ ინფორმაციის შემცველ ტექსტს მოცემულ
თემაზე.
5. გაიღრმავებენ ლექსიკურ მარაგს.
მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი
ხანგძლივობა/ვადა-1 თვე
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას ინგლისის დედაქალაქის -
ლონდონის შესახებ,მოიძიებენ საინტერესო მასალას,აღწერენ
ისტორიულ ადგილებს და მოვლენებს, გაუჩნდებათ უფრო დიდი
მოტივაცია ინგლისური ენის უკეთ შესწავლის,
შედეგი სახეზეა,როდესაც მოსწავლე სვამს და პასუხობს კითხვებს
ნაცნობ თემატიკაზე,თხრობისას იცავს გრამატიკულ
ნორმებს,გამოკვეთს მიზანს რომელსაც ემსახურება ესათუის
აქტივობა. დამოუკიდებლად განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების
გზას,ეფექტურად იყენებს რესურსებს,თანამშრომლობს გუნდის სხვა
წევრებთან.მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მსჯელობენ
შეფასების კრიტერიუმზე.
მოსწავლეები შეძლებენ პარალელის გავლებას მშობლიურ და უცხო
კულტურებს შორის და აღმოაჩენენ მსგავსება განსხვავებას
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები,სახელმძღვანელო,ლექსიკონი,კომპიუტერი
და ინტერნეტი
პროექტის მსვლელობა: 1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
 2.დაგეგმვა-პროექტის მიზნის განსზღვრა.
3. ფუნქციების განაწილება და ჯგუფების შემადგენლობის განსზღვრა
4.კლასი იყოფა 2ჯგუფად და ეძლევა დავალება:
პირველი ჯგუფი იძიებს მასალას, თუ რა ფართობს მოიცავს, რომელ ქვეყნებს ესაზღვრება,რითი არის გამორჩეული სხვა ინგლისის ქვეყნებისაგან.
მეორე ჯგუფი– იძიებს მასალას რომელი ღირშესანიშნაობები არის ამ ქალაქში ,რომელ ტრადიციულ  დღესასწაულებს აღნიშნავენ ?
5. საპრეზენტაციო მასალაზე მუშაობა
6. ნამუშევრების წარდგენა
შეფასება-მასწავლებელი და მოსწავლეები შეთანხმებული რუბრიკის თანაახმად აფასებენ
  პროექტის შედეგებს.

საგნებთან კავშირი:  ისტორია,    ი.ს.ტ
პროექტის ხელმძღვანელი: შორენა დარსაველიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:darsavelidzeshorena1@gmail.com
ბლოგი:darsavelidzeshorena1blogspot.com



Thursday, December 13, 2012

ბლოგზე იხილავთ: ბევრ სიახლეს,საინტერესო გაკვეთილის გეგმებსა და პრეზენტაციებს ინგლისურ ენაში